CV-ის გაყალბების გამო ქალს ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა


ავსტრალიელ ქალს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება CV-ში საკუთარ თავზე გაყალბებული ინფორმაციის შეტანის გამო.

46 წლის ვერონიკა ჰილდა ტყუილში გამოიჭირეს და ინფორმაციის გაყალბებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს CNN-.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვერონიკა ჰილდა, რომელიც ავსტრალიის პრემიერ მინისტრის დეპარტამენტში მუშაობდა ორი თვის განმავლობაში, 22 500 დოლარი გამოიმუშავა ხელფასის სახით. საგამოძიებო უწყებების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ზემოხსენებულ მოქალაქეს განათლების დიპლომები და სამუშაო ისტორია სრულად ჰქონდა გაყალბებული.

დამნაშავის მიერ ბრალის აღიარების შემდეგ, მოსამართლემ ვერონიკას 25 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.





ინფორმაციის წყარო: ნახვა