88 მომხრე, 0 – წინააღმდეგი, ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს


ფოტო: reginfo.ge

88 მომხრე, 0 – წინააღმდეგი, ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტეს. დეპუტატებმა – გია ჟორჟოლიანმა, მირიან წიკლაურმა, ეკა ბესელიამ და კახა ოქრიაშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ისინი სხდომას ესწრებოდნენ.

დადგენილება ძალაში შევიდა მიღებისთანავე. პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა. 

2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ “ქართუს გაკოტრების” საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი, 25 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. გარდა ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება, შესაბამისად, ნიკა მელიას დეპუტატის მანდატს შეუწყვეტენ, რასაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გამო, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.





ინფორმაციის წყარო: ნახვა