ნადირაშვილი: დროა, ბაშარ-ალ ნადირაშვილად გადავიკეთო სახელი


„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით,უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პირადად მას დასდო ბრალი პარლამენტში მომხდარ ინცინდენტზე.

„არჩილ თალაკვაძემ ქიმიური შეტევა მოხდა პარლამენტზეო. მდინარაძემ პირადად მე დამდო ბრალი. მგონია, დროა ბაშარ-ალ ნადირაშვილად გადავიკეთო სახელი“, – წერს ირმა ნადირაშვილი.

მას შემეგ, რაც პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების სუნი დადგა. ხელისუფლებამ პერფორმანსის მოწყობაში დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია დაადანაშაულა. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა “სირცხვილიამ” აიღო.





ინფორმაციის წყარო: ნახვა