ვაჟა მარგველაშვილმა ცინდაოს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა


ჩინეთში მიმდინარე ძიუდოისტთა მასტერსზე დღეს ტატამზე 60-66 კგ წონითი კატეგორიის კაცები და 48-52-57კგ წონითი კატეგორიის ქალები ასპარეზობდნენ.

66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა კანადელი ჯაკობ ვალოის, ისრაელელი იაკუბ შამილოვი, დამარცხდა მონღოლ ხერლენ განბოლდთან, შემდეგ რეპეშაჟში მსოფლიო ჩემპიონატზე მარცხისთვის სძლია კორეელ ლიმჰვან კიმს აუღო რევანში მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი მარცხისთვის და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სლოვენიელი ადრიან კომბოსს შეხვდა.

შეხვედრის დაწყებიდან 15 წამის შემდეგ მარგველაშვილმა ვაზარი აუღო მეტოქეს, კიდევ 25 წამის შრემდეგ კი მსაჯებმა მისი გამარჯვება დააფიქსირეს.

57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა იპონით მოუგო ბულგარელ ეველინა ივლიევას, მეორე შეხვედრა კი სამი შიდოთი წააგო კორელ კიმ ჯისუსთან. მერვედფინალში გასვლით ეთერ ლიპარტელიანმა ტოკიოს ოლიმპიური ლიცენზიისთვის მეტად საჭირო ქულები მოიპოვა.

60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველივე შეხვედრა დათმო უზბეკ დიორბეკ უროზბოევთან.

66 კგ წონით კატეგორიაშიი ბაგრატ ნინიაშვილი საწყის ორთაბრძოლაში დამარცხდა სლოვენიელ ადრიან კომბოსთან დამარცხდა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ





ინფორმაციის წყარო: ნახვა