აკაკი ზოიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა


აკაკი ზოიძეს სადეპუტატო უფლებამოსილებას ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მიიღო.

გადაწყვეტილებას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა პარლამენტის წევრის აკაკი ზოიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა პარლამენტი.

კომიტეტში წარდგენილია შესაბამისი დოკუმენტები, რის საფუძველზე კომიტეტმა იმსჯელა და მხარი დაუჭირა საკითხს.

სამართლებრივი დასკვნა გადაეგზავნა პარლამენტის ბიუროს, რის საფუძველზეც საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდა. პარლამენტის გადაწყვეტილება ძალაში მიღებისთანავე შედის.





ინფორმაციის წყარო: ნახვა