აჭარული განდაგანა ტურინის გრან პრიზე – ქართველი მოციგურავეების უბადლო შესრულება (ვიდეო)


ქართველმა მოციგურავეებმა გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ ფიგურული სრიალის გრან პრიზე ტურინში ფინალურ ეტაპზე ოქროს მედალი მოიპოვეს.

დაჯილდოების ცერემონიაზე ქართველმა სპორტსმენებმა აჭარულ განდაგანაზე დადგმული ნომერი შეასრულეს.

ქართველი მოციგურავეები ტურნირზე იუნიორთა კატეგორიაში ასპარეზობდნენ. ფინალურ ეტაპზე 6 წყვილი მონაწილეობდა და რევია-კაზაკოვას დუეტმა მეორე ადგილზე გასულ ამერიკულ წყვილს 0,16 ქულით აჯობა. მესამე ადგილზე რუსი მოციგურავეები გავიდნენ.





ინფორმაციის წყარო: ნახვა