რესპუბლიკური საავადმყოფო: მივესალმებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაანონსებულ რეფორმას


“ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა #მიესალმება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაანონსებული ჯანდაცვის რეფორმების განხორციელების საკითხს, რომლის ფარგლებშიც მთავრობის  N520 დადგენილებით დამტკიცებული ახალი სამედიცინო მომსახურის ტარიფები სრულად შეესაბამება კლინიკების მომსახურების ღირებულებას და კლინიკების მხრიდან მაღალი მოგების მარჟის მიღების ნაცვლად, ორიენტირებულია ბენეფიციარების ინტერესზე.” – ამ შინაარსის განცხადებას აქვეყნებს რესპიბლიკური საავადმყოფო.

“იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო კვლავ აქტიურად გაარძელებს ჯანდაცვის რეფორმის სწორ პოლიტიკას, უზრუნველყოფს მედიკამენტების, სახარჯი მასალების, იმპლანტების თვითღირებულების გამჭვირვალობას, გაამკაცრებს საქართველოში უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის შემოტანაზე კონტროლსა და მონიტორინგს.

დარწმუნებულნი ვართ, თავის მხრივ, ეს იქნება გარანტი მოსახლეობისთვის #ხარისხიანიმომსახურების გაწევისა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი, სამედიცინო მომსახურების მიწოდება და დაფუძნდება #ჯანსაღიკონკურენციის პრინციპი, რომელიც ორიენტირებული იქნება პაციენტის ჯანმრთელობაზე და არა კომერციულ მოგებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კლინიკა მზად არის განაგრძოს თანამშრომლობა ჯანდაცვის სამინისტროსთან წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში.
აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მისი ამოქმედების პირველივე დღიდან აქტიურადაა ჩართული.
2014 წლიდან, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ათეული ახალი კერძო კლინიკა გაიხსნა, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ფინანსურად მძლავრი დამფუძნებლებით, საუკეთესო ინფრასტრუქტურითა და ბოლო თაობის დიაგნოსტიკური სამედიცინო ტექნიკით, რომლებიც მომსახურების გაზრდილი ფასებით ჩაერთნენ ჯანდაცვის პროგრამაში.
სამწუხაროდ, ჩვენს კლინიკაში ათწლეულების მანძილზე არ მომხდარა ინვესტირება.
კლინიკაში არსებული სამედიცინო მომსახურების დაბალი ფასი ორიენტირებული იყო #პაციენტისინტერესზე – მიეღო მაღალი ხარისხის მომსახურება მაქსიმალურად დაბალ ფასად, რამაც გარკვეულწილად გაართულა კლინიკის კონკურენტუნარიანობა სამედიცინო მომსახურების ბაზარზე.
მიუხედავად ამისა, კლინიკამ სახელმწიფო შესყიდვების პირობებში შეძლო არათანაბარ გარემოში ოპერირება საწოლთა 90–95%–იანი დატვირთვითა და სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებით.” – აცხადებენ კლინიკაში.





ინფორმაციის წყარო: ნახვა