შსს: მცხეთაში აქციაზე "ოცნების" ერთი აქტივისტი დავაკავეთ, ორი განვარიდეთ


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთაში, მერიასთან მიმდინარე აქციაზე, ქართული ოცნების ერთი აქტივისტი დააკავეს, ორი კი განარიდეს. 

შსს-ინფორმაციით, ერთი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებიტ დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

მცხეთაში, მერიის შენობასთან ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მისულ აქციის მონაწილეებს მერიასთან “ოცნების” აქტივისტები დახვდნენ. პოლიციამ კორდონი გააკეთა. 

აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს, რა დროსაც ქართული ოცნების აქტივისტებმა კორდონი გაარღვიეს და მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. პოლიციამ კორდონი ისევ გააკეთა. 

ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების აქცია მცხეთის მერიასთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ “გაბედეს” წევრებს მერიის წარმომადგენლებმა და ქართული ოცნების აქტივისტებმა სცემეს.





ინფორმაციის წყარო: ნახვა