შეუძლებელია საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე ამ მოდელზე გადასვლა –


უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ე.წ. გერმანულ მოდელზე საუბრობს დედაქალაქის მერიც, რომელიც ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე აღნიშნულ მოდელზე გადასვლა შეუძლებელია.

“შეუძლებელია საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე ამ მოდელზე გადასვლა. სხვა არსებულ საარჩევნო სისტემის ფარგლებში თუ რაიმე ცვლილებები არის შესაძლებელი და აქვთ ამაზე მოთხოვნები, სხვათა შორის, თუ არ ვცდები, ერთ-ერთს დაუყენებია გარკვეულ ცვლილებებთან დაკავშირებით და შემდეგ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ იმიტომ, რომ არ იყო ეს შეთანხმებული და რატომ საუბრობთ ამაზეო. თუ რაიმეზე ჩამოყალიბდებიან, ანალოგიურად შესაძლებელია მოხდეს შეხვედრა და გაგრძელდეს საუბარი,” – აცხადებს კახა კალაძე.





წყარო