"ქართული ოცნების" აქტივისტი, რომელმაც ზაალ უდუმაშვილს ბოთლი და ცოცხი ესროლა, დააკავეს


დაპირისპირება მცხეთის მერიასთან – “ქართული ოცნების” აქტივისტი, რომელმაც ზაალ უდუმაშვილს ბოთლი და ცოცხი ესროლა დააკავეს, ხოლო სამართალდამცავებმა ადგილიდან განარიდეს კიდევ ორი პირი.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლით.

ოპოზიციის წარმომადგენლები გუშინდელ შემთხვევას აპროტესტებენ და სოლიდარობას უცხადებენ დაშავებულ ახალგაზრდებს, რომლებიც “ქართული ოცნების” მხარდაჭერებმა სცემეს.

მცხეთის მერიასთან სამართალდამცავთა უპრეცედენტო მობილიზებაა.





ინფორმაციის წყარო: ნახვა