სახელობითი ვარსკვლავი ნათელა მაჭავარიანს • Artinfo.ge


სახელობითი ვარსკვლავი ნათელა მაჭავარიანსმსახიობ ნათელა მაჭავარიანს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით სახელობით ვარსკვლავს გაუხსნიან.

18 დეკემბერს 20 საათზე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე ნათელა მაჭავარიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. საღამო თეატრის წინ ვარსკვლავის გახსნით დაგვირგვინდება.

ნათელა მაჭავარიანის მიერ შექმნილი სახასიათო, დრამატული სახეები კარგად ახსოვს უფროსი თაობის მაყურებელს. მსახიობი წლების განმავლობაში ქართული მოზარდის ტრავესტი გახლდათ.

მოზარდ მაყურებელთა თეატრში ნათელა მაჭავარიანის მიერ განსახიერებული როლები:

უცნაური ბიჭი – გ.ჭიჭინაძე „უცნაური ბიჭი“ რეჟ. თ. ჩხეიძე 1970წ.
გიო – ლ.ქიჩელი „ტარიელ გოლუა“ რეჟ. თ.მაღალაშვილი 1970წ.
მაია – ვ.კანდელაკი “მაია წყნეთელი“ რეჟ. დ.კობახიძე 1971წ
შვილიშვილი – ე.ახვლედიანი „ბაბუა და შვილიშვილი“ რეჟ. თ.მაღალაშვილი 1971წ.
სოფიკო – თ.მაღალაშვილი „სად ხარ, სოფიკო! “ რეჟ. თ. მაღალაშვილი 1972წ.
დეიდა პოლი – მ.ტვენი „ტომ სოიერის თავგადასავალი“ რეჟ. შ.გაწერელია
ბიჭი – პ.ტრავერსი „მერი პოპინსი“ რეჟ. ნ.ხატისკაცი 1974წ.
ქსენია – ნ.დუმბაძე, გ.ლორთქიფანიძე „მე ვხედავ მზეს“ რეჟ. შ.გაწერელია 1980წ.
ჟანა დარკი – ფ.შილერი “ორლეანელი ქალწული” რეჟ. თ.მაღალაშვილი 1974წ.
შუვალოვა – ს.სალავეიჩუკი „ლუნევი“ რეჟ. ნ.კვასხვაძე 1976წ.
სოფიკო – თ.მაღალაშვილი „სად ხარ სოფიკო“ რეჟ. თ.მაღალაშვილი 1975წ.
უზიუმოვი – ა.ხმელიკი „ჩვენს სკოლაში ყველაფერი წესრიგშია“ რეჟ. ქ.ხარშილაძე 1976წ.
ფრეკენ ბოკი – ა.ლინდგრენი „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“ რეჟ. ქ. ხარშილაძე 1996წ.
კატა ბაზილიო – ა.ტოლსტოი „ბურატინო“ რეჟ. ქ.ხარშილაძე 1989წ.
კირილე მეფოდიევი – ა.ხმელიკი, მ.შატროვი „კოკისპირულად წვიმდა“ რეჟ. შ.გაწერელია1981წ.
ელენე – ა.ჩხაიძე „სკოლა 88“ რეჟ. ა.ენუქიძე 1988წ.
ეკა – დ. კლდიაშვილი „ირინეს ბედნიერება“ რეჟ. დ. ხვთისიაშვილი 2013წ.





ინფორმაციის წყარო: ნახვა