საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა


2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 670 ,122 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +12%-ით აღემატება. საერთაშორისო ვიზიტორთა განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 543,176 შეადგინა, რაც +11.9%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 338,831-ს გაუტოლდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს +10.3%-ით აღემატება.

რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ნოემბერს, 11 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში ახალ ისტორიულ ნიშნულს – 8,690,352-ს მიაღწია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2%-ია.

ამავე პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 7,191,042 შეადგინა (ზრდა+6.6%), ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,768,432 (ზრდა +6.3%).

2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან 82,029 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 10.9%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მათ შორის, ტურისტული ვიზიტის რაოდენობამ 53,599 შეადგინა, რაც 24%-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება 2019 წლის 11 თვეს, ამ პერიოდში რუსეთიდან ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 1,406,255 შეადგინა, რაც +4.9%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე. მათ შორის, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,038,132 შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე +0.1%-ით მეტია.

ნოემბრის თვის დეტალური სტატისტიკა ასეთია: ევროკავშირის ქვეყნები: იტალია +84.8%, პოლონეთი +80.4%, საფრანგეთი +35.3%, გერმანია +35.4%, ლატვია +26.6% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ყაზახეთი +169.3%, ყირგიზეთი +134.8%, ჩინეთი +52.6%, საუდის არაბეთი +46%, ისრაელი +36.3%, და სხვა.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი: სომხეთი (+18.1%), აზერბაიჯანი (+8.1%), რუსეთი (-10.9%) და თურქეთი (+25.3%)





ინფორმაციის წყარო: ნახვა