სააკაშვილი 9 წელი და ახლა უკვე 7 წელი გვემუქრება ყველას და სამხარაძის წერილი გიკვირთ, კაცო?


სააკაშვილი 9 წელი და ახლა უკვე 7 წელი გვემუქრება ყველას და სამხარაძის წერილი გიკვირთ, კაცო? – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლების კითხვას, როდესაც ჟურნალისტებმა მას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის დიტო სამხარაძის მიერ მუქარის წერილის გამოქვეყნების შეფასება სთხოვეს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამხარაძის პოსტი არ უნახავს, ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებს.

ცნობისთვის, დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” ოფისთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ოპოზიციის გააქტიურება მიხეილ სააკაშვილის„ბრალია”.

დიმიტრი სამხარაძე „ფეისბუქზე“ მიხეილ სააკაშვილს შეურაცხმყოფელი და უცენზურო ლექსიკით მიმართავს, რის გამოც დეპუტატი საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკის ობიექტი გახდა.





წყარო