პოლიციელებმა საყინულეში ჩაკეტილი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს


პოლიციამ აშშ-ის შტატ იუტაში ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლში მოხუცი ქალის გვამი აღოაჩინეს საძინებელი ოთახში, ხოლო მისი ქმრის ცხედარი კი საყინულეში. ინფორმაციას ავრცელებს BBC.

სამართალდამცავები ჯინ საურონ მოზერსის სახლში მას შემდეგ გამოიძახეს მეზობლებმა, რაც იგი რამდენიმე დღის გაუჩინარებული იყო. პოლიციელები განცხადებით, გარდაცვლილი ქალი ეჭვს არ იწვევს, რადგან მისი დაღუპვის მიზეზი შესაძლოა უბრალოდ სიბერე ყოფილიყო.

მათი თქმით, კითხვებს აჩენს 69 წლის ედუარდ მოზერსის სიკვდილი, რომელიც განსაკუთრებით სასტიკ გარემოებაშია გარდაცვლილი, რადგან მისი ცხედარი საყინულეში იქნა აღმოჩენილი. გამომძიებლების განცხადებით, მათ არ იციან მონაწილეობდა თუ არა ქალბატონი სურონ-მოზერსი ქმრის გარდაცვალებაში. მეზობლები როდესაც დაკითხეს, თუ როდის ნახეს უკანასკნელად მამაკაცი, ყველამ სხვადასხვა თარიღი დაასახელა. სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ ედუარდ მოზერსი საყინულეში მინიმუმ 1.5 წელი იმყოფებოდა.





ინფორმაციის წყარო: ნახვა