ოპოზიცია სახალხო დამცველს პოლიტიკურ თანამოაზრედ მიიჩნევს


პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ომბუდსმენს მათ თანამოაზრედ მიიჩნევს.

“სახალხო დამცველს მათ პოლიტიკურ თანამოაზრედ მიიჩნევენ. არაფერს ხელი არ უნდა შევუშალოთ, პირიქით, რაც მეტი ადამიანი დარწმუნდება, რომ ეს მოთხოვნები  არ შეესაბამება კონსტიტუციას, გაცილებით უკეთესი იქნება სიწყნარისთვისაც და მომავლისთვისაც,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.





წყარო