თიბისი 2019 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა საქართველოში


საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – The Banker თიბისი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ გამორჩეული ფინანსური მიღწევებისთვის, მომხმარებელთან ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილებისა და ინოვაციური ციფრული სერვისების/პროდუქტების შეთავაზებისთვის მიიღო.

„მოხარული ვართ, რომ თიბისი ბანკმა კიდევ ერთხელ მიიღო The Banker-ის ჯილდო. ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თიბისის მუდმივ სწრაფვას ტრადიციულ საბანკო მომსახურებასთან ერთად, მომხმარებელს ახალი, ინოვაციური ციფრული პლატფორმები შევთავაზოთ და მათ ბანკთან ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

გავლენიანი ფინანსური გამოცემა “The Banker”, რომელიც 1926 წლიდან გამოდის, ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოებს მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მათი ფინანსური შედეგებისა და მიღწევების გათვალიწინებით.

თიბისიმ The Banker-ისგან საუკეთესო ბანკის ჯილდო 2002 წლიდან დღემდე უკვე მეათედ მიიღო.





ინფორმაციის წყარო: ნახვა