თაკო ჩარკვიანი: პროპორციულთან დაკავშირებით შექმნილ ფორმატს ვტოვებ


პროპორციულის ფორმატთან დაკავშირებით შექმნილ ფორმატს ვტოვებ, – ამის შესახებ განცხადებას “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მიზეზად კი “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს ასახელებს. ჩარკვიანის თქმით, როგორც მინიმუმ ამ ვიზიტის შესახებ ინფორმირებული უნდა ყოფილიყო.

ჩარკვიანი აქვე აღნიშნავს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წევრადაც რჩება და ქუჩის აქციებსაც ემხრობა. მათ შორის პიკეტირებას.

“ვრჩები ქუჩის აქციების მომხრედ – პიკეტირების მომხრედ, ვარ “გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრი “ძალა ერთობაშია”, და ვრჩები ამ გაერთიანებაში,პარტია “ კანონი და სამართლით”, რაც შეეხება კონკრეტულად, ამ პროპორციულის ფორმატთან დაკავშირებით დროებით გაერთიანებას (ბ. ნი შალვა ნათელაშვილის ოფისში, მხოლოდ პროპორციულის თემაზე, რისთვისაც მადლობა ბ. ნ შალვას) ამ გაერთიანებაში ყოფნაზე უარს ვამბობთ პარტია “კანონი და სამართალი”, რადგან ამ ვითარებაში, “ ბურჯანაძის ვიზიტის შესახებ”, მინიმუმ უნდა ვყოფილიყავით ინფორმირებული, პირველად შევიტყვეთ რადენიმე ადამიანმა.

ვიმეორებ ამ კონკრეტულ ვითარებაში, როცა მთელს მსოფლიოს ვეუბნებით, რომ რუსეთი გვებრძვის და იბრძვის, რომ დაგვაბრუნოს თავის სივრცეში, აი ამ დროს სრულიად უადგილოდ მეჩვენება ეს ვიზიტი, თორემ მე არანაირი უფლება არ მაქვს, რომ რუსულ ვექტორს “ სირბილი” დავუშალო მოსკოვში პუტინთან, მაგრამ ამ უმძიმეს ვითარებაში, ვფიქრობ ტალახი ყველას , მთელს ქვეყანას ესხმება!

პროპორციული გასაგებია, მაგრამ სულ მთლად ნუ დავაბნევთ უცხოელ -ევროპელ პარტნიორებს , რომლებსაც, თან დახმარებას ვთხოვთ! ბრძოლა უზურპატორის წინააღმდეგ გრძელდება “პუტინი “კაბაში მეყოლება , თუ შარვალში ამ ქვეყანაში, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს! მთავარია სამშობლო და სახელმწიფო ერთად გვქონდეს”, – წერს თაკო ჩარკვიანი Facebook-ში.





ინფორმაციის წყარო: ნახვა