დიღმელაშვილი: საზოგადოების 1 ნაწილი კი არ ებრძვის მეორეს, ივანიშვილი ებრძვის საზოგადოებას


ბიძინა ივანიშვილს უნდა წარმოაჩინოს, თითქოს საზოგადოება გახლეჩილია და ერთი ნაწილი მეორეს ერჩის. ეს ტროლფაბრიკებში დამზადებული ტყუილია, რომლის გავრცელებასაც ხელი არ უნდა შევუწყოთ.

საზოგადოება ერთიანია პროპორციული არჩევნების სურვილში. პროპორციული არჩევნები არ უნდა მხოლოდ ივანიშვილს და ამ უკმაყოფილების გამოსახატად ქირაობს ტიტუშკებს. საზოგადოების ერთი ნაწილი კი არ ებრძვის მეორეს, ივანიშვილი ებრძვის საზოგადოებას. ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ სიტყვების შერჩევაში. ნუ მოვნათლავთ ივანიშვილის და ყმათა უმრავლესობის ბრძოლას თვითგადარჩენისთვის – სამოქალაქო დაპირისპირებად.

რაც შეეხება დღევანდელს: ტიტუშკები ორი მიზნით მოგვიგზავნეს – დავერბიეთ ან პოლიციას გავერიდებინეთ მათ აქციად ქცეულ ჩვენს აქციას. კონტრაქციების მოგერიებას მივეჩვიეთ. ვერც დაგვარბიეს და წასვლითაც თავად დაიფანტნენ. როგორ ამაყადაც მოვედით, ისე ამაყადვე წამოვედით საკუთარი ფეხით, როდესაც ისინი მივაბრძანეთ პერიმეტრიდან.

დღევანდელი გამარჯვებაა ხელისუფლების თვითლუსტრაციაც. დეპარტამენტის უფროსების, კალაძის ცოლისძმის ძველბიჭებად ვერშემდგარ ხელისბიჭებისა და მაღალჩინოსნების შვილების მეტი ვერავინ გამოჰყავთ. ვერ გამოჰყავთ მიუხედავად იმისა, რომ იხარჯებიან ამაში. ამის “საზოგადოების გახლეჩად” დახატვა ე.წ. ბაბუინებით უკვე უცდიათ უახლეს ისტორიაში. აგონიის ნიშანია. ვიცით როგორც და როგორ მალეც მთავრდება.

პ.ს. კრიმინალური პოლიციაც კი ღიად გამოხატავს უკვე უკმაყოფილებას დამამცირებელი და მუნდირის ღირსების შემლახავი ბრძანებებისადმი. ადრე სახეზე ეწერათ. ახლა კი კორდონისადმი აღმოხდენილ კითხვაზე “ქენით რამე, ჩვენ როგორ გავაჩეროთ?” ერთმა მოულოდნელად მიპასუხა “თქვენ გააჩერებთ”. არ უყვირია, მაგრამ არც ჩურჩულით უთქვამს





ინფორმაციის წყარო: ნახვა