“დინამოს” სპორტული დირექტორი: ნიკა ნინუას დამატება ბუნდესლიგიდან და სერია ა-დანაც სურთ


თბილისის “დინამო” საქართველოს ჩემპიონი 17-ედ გახდა. კლუბის გაჩემპიონების შემდეგ კლუბის პერსპექტივებისა და გეგმების შესახებ კლუბის სპორტული დირექტორი ზაზა დოლიძესთან ინტერვიუ adjarasport.com-მა ჩაწერა.

“დინამოს” სპორტულმა დირექტორმა ხსენებული განცხადება აღნიშნულ ინტერვიუში გააკეთა.

“ჩვენს აღზრდილ მოთამაშეებზე უდიდესი მოთხოვნაა, ვფიქრობთ მათ შენარჩუნებას, მინიმუმ ზაფხულამდე შევძლებთ. ყველაზე მეტი წინადადება ნიკა ნინუას აქვს! დღე არ გავა, მისი ტრანსფერის თაობაზე 2-3-მა გუნდმა არ დაგვირეკოს. მას “დინამოსთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და ძალიან დიდი დაფიქრება მოგვიწევს, როგორ მოვიქცეთ. მისი დამატება გერმანული ბუნდესლიგიდან, იტალიის სერია ა-დან, პოლონეთიდან სურთ. ბოლოს გერმანული ბუნდესლიგის მე-2 კლუბიდანაც დაგვირეკეს. არის უკრაინის ჩემპიონატის ვარიანტიც”, – განაცხადა ზაზა დოლიძემ.





ინფორმაციის წყარო: ნახვა