გომელაური: უბრალოდ ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, ახლა ვცდილობთ წყალი გავათბოთ


ფოტო: ტვ პირველი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ ამბობს, რომ მათ არც მოქმედება მოსწონთ და არც უმოქმედობა. ამის მაგალითად მან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაასახელა და თქვა, რომ ახლა ცდილობენ წყალი გაათბონ.

“თუ გამოვალთ, ვთქვათ და, ხელკეტსაც არ ვხმარობთ, ამ შემთხვევაში არც რეზინის ტყვიებს, არც გაზს და უბრალოდ ელემენტარულად ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, როგორ შეიძლება სიცივეში… ახლა ვცდილობთ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ ხოლმე”, – თქვა გომელაურმა სიცილით.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შსს ცდილობს ადამიანი არ დაზიანდეს.

“ანუ ვმოქმედებთ არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ. რთულია. ჩვენ ვცდილობთ რომ ყველა, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, მაქსიმალურად რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს”, – თქვა გომელაურმა.

ხელისუფლებამ 20 ივნისიდან დღემდე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი სამჯერ გამოიყენა. მათ შორის ორი შემთხვევა ნოემბერში იყო – 18 ნოემბერს და 26 ნოემბერს, გამთენიისას.





ინფორმაციის წყარო: ნახვა