ბოკერია: მთელი საზოგადოება მძევლები ვერ ვიქნებით


“მე მესმის ყველა ადამიანის, ვისაც არ სურს ეს (დაპირისპირება), მაგრამ მძევლები ვერ ვიქნებით მთელი საზოგადოება… ისინი ცუდად მოიქცევიან და მოდი, ჩვენ არ გავაპროტესტოთ, თორემ კიდევ უფრო ცუდად არ მოიქცნენო. ლოგიკა როგორაა, იცით? კიდევ უფრო ცუდად მოიქცევიან, ეს თუ გაუვა ივანიშვილს და მის კლოუნებს, გარწმუნებთ, ასე მოხდა ყველგან. რაც უფრო მეტი გაუვათ ასეთი პროვოკაციით, რომ ხალხი შეაშინონ და მოდი აღარ გვინდა პროტესტიო, კიდევ უფრო შორს წავა პრობლემა და ბოლოს აფეთქდება ძალიან ცუდად. ამიტომ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ ამ მშვიდობიანი, მწვავე პროტესტით ამ კაცს თავისი ადგილი მივუჩინოთ.”





ინფორმაციის წყარო: ნახვა