არ ვფიქრობ, რომ აქციის ამ ფორმით, პიკეტოლოგიით და პიკეტოლოგების ხელმძღვანელობით, რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგს მიიღებს ქვეყანა


არ ვფიქრობ, რომ აქციის ამ ფორმით, პიკეტოლოგიით და პიკეტოლოგების ხელმძღვანელობით, რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგს მიიღებს ჩვენი ქვეყანა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის მიერ რეგიონებში დაგეგმილი აქციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა რაიმე შედეგს მხოლოდ მაშინ მიიღებს, თუ მხარეებს შორის საუბარი გაგრძელდება.

„ჩვენი პასუხი ამასთან დაკავშირებით არის, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს ჩვენ ვაძლევთ ნებისმიერ დროს, რომელიც მათ სჭირდებათ, რომ გააგრძელონ თავისი აქციები. მე არ ვფიქრობ, რომ აქციის ამ ფორმით, პიკეტოლოგიით და პიკეტოლოგების ხელმძღვანელობით, რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგს მიიღებს ჩვენი ქვეყანა. მე ვფიქრობ, რომ შედეგს მივიღებთ მაშინ, თუ გავაგრძელებთ საუბარს, რომელიც უკვე დაწყებულია“, – განაცხადა თალაკვაძემ.





წყარო