ჯანდაცვის სამინისტრო: მცხეთაში დაშავებული პირები ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან


სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან და სავარაუდოდ, ხვალ ბინაზე გაეწერებიან, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყება მცხეთაში დღეს მომხდარი დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება.

“დღეს, მცხეთაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 2 პაციენტის ჰოსპიტალიზება მოახდინა. პაციენტებს თავის გარეგანი ტრავმები აღენიშნებოდათ. მათ თავის ტვინის ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდათ, რის შედეგადაც დადგინდა, რომ არცერთ პაციენტს რაიმე სახის შინაგანი დაზიანება არ უფიქსირდება. ამჟამად, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან და სავარაუდოდ, ხვალ ბინაზე გაეწერებიან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ბიუროსთან მოძრაობა “გაბედეს” აქციაზე დაირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის. შსს-მ 7 პირი დააკავა. არიან დაშავებულებიც.





ინფორმაციის წყარო: ნახვა