“ქართული ოცნების” ოფისთან, “გაბედეს” აქციაზე დაპირისპირებაა


“ქართული ოცნების” ოფისთან “გაბედეს” აქცია მიმდინარეობს, სადაც დაპირისპირება მოხდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები და ადგილზე მისული ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. იყო შეხლა-შემოხლაც.

ინციდენტის განმუხტვას პოლიცია ცდილობს.

აქციაზე მისული ჯგუფი, რომელთა ნაწილიც ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთას წარმოადგენდნენ, ნაწილი კი აქტივისტები იყვნენ, აცხადებდნენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ხალხს აგრესია აქვთ.





ინფორმაციის წყარო: ნახვა