მზადება მასშტაბური აქციისთვის – ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით 6 დეკემბერს ქუთაისში საპროტესტო მსვლელობა გაიმართება (ვიდეო)


ოპოზიცია 9 დეკემბრის აქციისთვის ემზადება. ხელისუფლების ოპონენტები რეგიონებში აპირებენ გასვლას . მსვლელობა პარასკევს, 14:00 საათზე ქუთაისიდან დაიწყება. ამის პარალელურად ოპოზიცია ეუთოს დასკვნას ელოდება. დოკუმენტი უკვე გაგზავნილია და 10-დღეში პასუხი ცნობილი იქნება.”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ძაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ქუჩის აქციები და პიკეტირება გაგრძელდება.
“ქუჩის აქციები გაგრძელდება, პიკეტირებაც გაგრძელდება, პროტესტის ყველა ის ფორმა გაგრძელდება, რომლის გამოყენებასაც ჩვენ საჭიროდ ვთვლით. არც ერთი სამართლებრივი გზა ჩვენ არ დაგვრჩა გარდა იმისაა, რომ ქუჩიდან ვმართოთ პროცესები. დღესვე სახალხო დამცველი ეუთოს გაუგზავნის ოპოზიციის მიერ შემუშავებულ გეგმას, ეს იყო ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით ხელისუფლებას, თუმცა ხელისუფლებამ ესეც არ გაითვალისწინა. ჩვენ ახლა უკვე დაველიდებით საერთაშორისო ექსპეტრების დასკვნას, თუ ეს დასკვნა იქნება დადებითი მაშინ ეს იქნები კიდევ ერთიმძალიან მძიმე ფაქტორი, ქართული ოცნებოსგან” – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.





ინფორმაციის წყარო: ნახვა