ნიკოლოზ შერაზადიშვილი: “მე ვამაყობ, რომ ვარ ესპანელი და ვჭიდაობ ესპანეთისთვის”


პორტალი 20minutos.es ძიუდოში 90 კგ წონით კატეგორიაში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონ ნიკოლოზ შერაზადიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს

ნიკოლოზ შერაზადიშვილი იხსენებს, რომ ძიუდოს საქართველოში პატარა ასაკიდან ეზიარა მამის გავლენით, შეიყვარა და შემდეგ, როდესაც ოჯახმა გადაწყვიტა საცხოვრებლად ესპანეთში გადასვლა, იქ განაგრძო ვარჯიში და შეჯიბრებებზე გამოსვლა (1996 წელს დაბადებული ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთის კადეტთა ჩემპიონატზე 2011 წელს საქართველოს სახელით ასპარეზობდა).

ნიკოლოზ შერაზადიშვილის თქმით, მას თბილისში ბევრი მეგობარი ჰყავდა და არ იყო ადვილი მათთან განშორება, თუმცა მოახერხა და ადვილად გაიარა ადაპტაცია. იგი აღნიშნავს, რომ ესპანეთში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ მას ძალზედ დაეხმარა კუინო რუისი, რომელიც მისთვის არა მხოლოდ მწვრთნელი, არამედ მეორე მამაა.

ყველამ არ იცის ჩემი ისტორია და შესაძლოა, ისეთებიც არიან, რომლებიც ვერ გრძნობენ კმაყოფილებას, როდესაც ხედავენ, რომ ასეთი გვარის მქონე ესპანეთის სახელით გამოდის, მაგრამ ძიუდოს სამყარო მე დიდი ხანია მიცნობს და მუდამ ფენომენალურად მექცევა. “მე ვამაყობ, რომ ვარ ესპანელი და ვჭიდაობ ესპანეთისთვის”, – ამბობს ნიკოლოზ შერაზადიშვილი.





ინფორმაციის წყარო: ნახვა