ბექა ღვინიაშვილი ოსაკას გრანდ სლემის ოქროს მედალოსანია! (ვიდეო)


ოსაკას გრანდ სლემზე დღეს ტატამზე 90-100 და +100კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტებმა იასპარეზეს.

ბრწყინვალედ იასპარეზა 90 კგ წონაში ბექა ღვინიაშვილმა. მან საწყის ეტაპზე ჩინელ ჰაბილიგე ბუს სძლია იპონით (1:24), შემდეგ იაპონელ მაშუ ბაკერს მოუგო ოქროს დროში (4:22), მეოთხედფინალში ვაზარით სძლია აზერბაიჯანელ მამადალი მენდიევს, ნახევარფინალში მასპინძელი კენტა ნაგასავა დამარცხა იპონით (1:38), ფინალში კი უზბეკ დავლატ ბობონოვს სძლია და ოსაკას გრანდ სლემის ოქროს მედალოსანი გახდა





ინფორმაციის წყარო: ნახვა