​ლალი ტურძელაძე: მარნეულიდან ველოდებით კორონავირუსით დაინფიცირების ერთ დადასტურებულ შემთხვევას

გაუზიარე მეგობრებს


“მარნეულიდან ველოდებით კორონავირუსით დაინფიცირების ერთ დადასტურებულ შემთხვევას, ჯერჯერობით არც სქესი ვიცით და არც ასაკი”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით ჯამში კლინიკაში 12 დაინფიცირებული პაციენტია მოთავსებული.

“ახლა ველოდებით მარნეულიდან ერთ დადასტურებულ შემთხვევას, ჯერჯერობით არც სქესი ვიცით და არც ასაკი. როგორც გადმომცეს დადასტურებული შემთხვევაა. ამ ეტაპზე ჩვენთან 55 პაციენტია მოთავსებული, მათგან კორონავირუსით 12 ადამიანია დაინფიცირებული. 7 პაციენტის კონტაქტები, ცნობილია. რაც შეეხება დანარჩენი 5 პაციენტის კონტაქტები არ ვიცით, მათ შორის მარნეულიდან ჩამოსულების კონტაქტებია უცნობი”, – განაცხადა ტურძელაძემ.

კომენტარი