ხუნდაძე: ტესტი არ არის ხსნა, ტესტი არის ხელშეწყობა იმისა, რომ კონტროლს დაექვემდებაროს პროცესი

გაუზიარე მეგობრებს


“სწრაფ ტესტებს აქვს რამდენიმე მიზანი, სხვადასხვა ეტაპზე დადგინდეს ვირუსის არსებობა, არსებობს ანტიგენდამოკიდებული, ასევე ანტისხეულდამოკიდებული ტესტები”.

ამის შესახებ ჟურნალისტებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დაწყებმადე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

„მინდა მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ ტესტირებას ჰქონდეს თავისი დადებითი შედეგი, ძპრონიუსინ დიდი მნიშვნელობა აქვს როდის გამოვიყენებთ და რა ტესტს გამოვიყენებთ. ტესტი არ არის ხსნა, ტესტი არის ხელშეწყობა იმისა, რომ კონტროლს დაექვემდებაროს პროცესი. ხსნა არის ის რეკომენდაციებიც, რასაც ჩვენ ვიძლევით“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 73 ადამიანს დაუდასტურდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.