"ღარიბაშვილს არ შეეშინდა ნაცების და მერაბიშვილი დააკავა – მის დროს სიტყვას ფასი ჰქონდა…" – ProNews

კრეატივი მსოფლიო საზოგადოება სხვა ჯანმრთელობა

loading...

სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი, სოციალურ ქსელში, წერს:

“რომ არ დავწერო არ შემიძლია, ერთადერთი პრემიერი, რომლის დროსაც მართლა იყო გადადგმული ნაბიჯები სამართლიანობის აღდგენისკენ, იყო ირაკლი ღარიბაშვილი!

დანარჩენი პრემიერები, ყველა, სხვა საკითხებზე ამახვილებდნენ ყურადღებას! ზოგი ფულის კეთებაზე იყო ორიენტირებული, ზოგი საერთაშორისო პარტნიორების შიშით საკუთარ სიმართლესაც არ უყურებდა, ზოგიც ეკონომიკაზე ფიქრში ხალხს ივიწყებდა. ეს ბიჭი კი კახური პირდაპირობით ხალხის ინტერესებს ატარებდა, თან ისე რომ ვერავინ ეწინააღმდეგებოდა!

ღარიბაშვილი იყო ის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც არ შეუშინდა საერთაშორისო ზეწოლას და დააკავა ვანო მერაბიშვილი! ღარიბაშვილი იყო ის ადამიანი, ვის პერიოდშიც ნაცები იმალებოდნენ და საქართველოდან გაქცევას ლამობდნენ, რადგან იცოდნენ რომ ამ კაცის პოლიტიკური ნება იყო, ქვეყანაში ღირსების აღდგენა და 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის გამოაშკარავება!

ღარიბაშვილის დროს სიტყვას ჰქონდა ფასი, რაც კარგად გამოჩნდა მერაბიშვილის და ახალაიას დაკავებაში!”




loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *