უკრაინის პატრიარქი: ახალი კორონავირუსის გამომწვევი მიზეზი ერთნაირსქესიანთა ქორწინებებია

მსოფლიო საზოგადოება სხვა

loading...

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ფილარეტმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გაჩენის გამომწვევი მიზეზი პირველ რიგში ჰომოსექსუალები არიან. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

მისი თქმით, დღეს რაც ხდება, ამის გამომწვევი მიზეზი ერთნაირსქსეიანთა ქორწინებები და ცოდვილი ადამიანები არიან.

“ვგულისხმობ პირველ რიგში ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს. ეს არის ახალი კორონავირუსის გამომწვევი მიზეზი”, – აცხადებს იგი.

ამასთან, მან ჰომოსექსუალობას ბოროტება უწოდა, რის გამოც ღმერთმა დაწვა სოდომი და გომორა.

აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელებში სკანდალი მოჰყვა, კერძოდ, ფილარეტს გაუნათლებელი უწოდეს და მას სულელური იდეების გავრცელებაში დასდეს ბრალი.



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *