სახლში გაჩენილი ხანძრისას, ლენინგრადის ოლქის ქალაქ ვიბორგში, 6 ბავშვი დაიღუპა (ვიდეო)

მსოფლიო საზოგადოება სხვა

loading...

ლენინგრადის ოლქის ქალაქ ვიბორგში ტრაგედია ამ ღამით მოხდა

ვიბორგის რაიონის ერთიანი სამორიგეო-სადისპეტჩერო სამსახურის ცნობით, მათ შეტყობინება ხანძრის შესახებ ადგილობრივი დროით 01:30 საათზე მიიღეს. ადგილზე გასული სამი სახანძრო მანქანის ეკიპაჟი 12 კაცის შემადგენლობით, 2 საათის განმავლობაში ებრძოდა 1940 წელს აშენებულ, ერთსართულიან, მანსარდიან, 120 კვ მ. ფართის სახლში გაჩენილ ხანძარს.

ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ გაირკვა, რომ სახლში მცხოვრები 1 თვის ჩვილი, 8 წლამდე ასაკის 5 ბავშვი და მათი მშობლები დაიღუპნენ.

ხანძრის გაჩენის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოჯახი არასასიკეთო პირობებში ცხოვრობდა



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *