საბერძნეთში ლტოლვილთა ბანაკებში მცხოვრებ მიგრანტებს სახლში დაბრუნებისთვის ევროკავშირში 2 ათას ევროს სთავაზობენ

მსოფლიო საზოგადოება სხვა

loading...


ევროკავშირში მზად არიან, 2 ათასი ევრო გადაუხადონ თითოეულ მიგრანტს სახლში დასაბრუნებლად, რომლებიც, ამჟამად, საბერძნეთის კუნძულებზე მდებარე ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობენ.

შეთავაზება ეხება მხოლოდ 1-ელი იანვრის შემდეგ ჩასულ ლტოლვლებს.

ამის შესახებ BBC საშინაო საკითხთა ევროკომისრის, ილვა იოჰანსონის მიერ გაკეთებულ განცხადება დაყდნობით წერს.

იოჰანსონის თქმით, ნებაყოფლობითი დაბრუნების შესაძლებლობა 5 ათას მიგრანტს ექნება.

მიმდინარე თვეს, თურქეთთან ახლოს მდებარე საბერძნეთის კუნძულებს ასობით მიგრანტი მიადგა, რაც ლტოლვილთა ბანაკებზე დატვირთვა გაზარდა.

ბანაკებში, რომლებიც 6 ათასზე ადამიანზეა გათვლილი, უკვე 42 ათასი მიგრანტი ცხოვრობს, მათგან 14 ათასი ბავშვია.

კომენტარი



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *