პირველად არის, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებზე მეტია – მარინა ეზუგბაია – ProNews

კრეატივი მსოფლიო საზოგადოება სხვა ჯანმრთელობა

loading...

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 12 ადამიანი განიკურნა და ამ დროისთვის 168 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მისივე თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებზე მეტია.

“პირველად არის, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია და ჩემი სურვილი იქნება, რომ ასე გაგრძელდეს,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 517 შემთხვევაა დადასრუებული. 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 153 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549.




loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *