პარლამენტმა შესაძლოა, კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებაზე იმსჯელოს

მსოფლიო საზოგადოება სხვა

loading...

„მინდა, უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ვთხოვო, რომ დაამუშაოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა ზომები”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი ამ ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს.

„მინდა, უმრავლესობის ლიდერს ვთხოვო, რომ დაამუშაოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა ზომები. კარანტინის წესის დარღვევის თითოეული შემთხვევა, რაზეც პოლიციამ რეაგირება მოახდინა და მათი წარმატებით მართვა შეძლო, წარმოადგენს რისკს შემთხვევათა გადაცემისთვის, რისი უფლებაც ჩვენ ახლა არ გვაქვს. ამიტომ პარლამენტის მხრიდან არსებობს მზაობა და უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, ვთხოვ, თქვენთან ერთად დაამუშაოს ცვლილებები, რომელიც ამისთვის იქნება საჭირო. ჩვენ გვჭირდება მკაცრი, გონივრული და პროფესიონალური პასუხი ყველა რისკზე, რამაც შეიძლება ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარი



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *