პაკისტანში, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ორივე “შავი ყუთი” იპოვნეს

მსოფლიო საზოგადოება სხვა

loading...

პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ორივე “შავი ყუთი” იპოვნეს ყარაჩის მახლობლად. ამის შესახებ ავიაკომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა.

“შავი ყუთი” ვიპოვნეთ წუხელ, ჩვენ მათ გადავცემთ გამოძიების კომისიას.” – განაცხადა ავიაკომპანიის სპიკერმა აბდულაჰან ხანმა და დასძინა, რომ ნაპოვნი იქნა როგორც ბორტის ხმის ჩამწერი, ასევე მფრინავის კაბინეტის ხმის ჩამწერი.

პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი Airbus A-320, რომელზეც 99 მგზავრი იმყოფებოდა, პარასკევს ნაშუადღევს ჩამოვარდა ყარაჩის საცხოვრებელ უბანში, მას შემდეგ, რაც ორჯერ შეეცადა აეროპორტში დაშვებას. ბორტზე 91 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა 97 ადამიანის დაღუპვა. თვითმფრინავის ორი მგზავრი გადარჩა.

ტრაგედიის გარემოებების შესასწავლად, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა შექმნა სპეციალური კომისია. თვითმფრინავების მწარმოებელმა Airbus-მა ასევე შესთავაზა გამოძიებას დახმარება. თავის მხრივ, პაკისტანის სამოქალაქო ავიაციის ორგანომ განაცხადა, რომ ჩანაწერები გადაეგზავნება მწარმოებელს, გაშიფვრას შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს.



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *