ნათელაშვილი: თუ მანქანაში ცოლ-ქმრის ერთად ჯდომა არ შეიძლება, მაშინ დავაშოროთ ისინი და დავშალოთ ოჯახები

მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სხვა

loading...

თუ მანქანაში ცოლ-ქმრის ერთად ჯდომა არ შეიძლება, მაშინ დავაშოროთ ისინი და დავშალოთ ოჯახები, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“გვეუბნებიან, რომ მანქანაში ცოლქმარი ერთად არ უნდა დაჯდნენო (მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე დაჯდომა აკრძალულია პროტოკოლის თანახმად ავტ:) და ერთად წოლა შეიძლება. მაშინ გავყაროთ ცოლ-ქმარი დავშალოთ ოჯახები. მაპატიეთ, მაგრამ ამის დამწერი იდიოტი ხომ უნდა იყოს?!” – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ მას შეახსენა, რომ მთავრობას სხდომაზე ითქვა, რომ ეს ექიმების რეკომენდაციაა, რაზეც ნათელაშვილი ამბობს:

“თუ სადმე ფენა შემოგვრჩა მისაბაძი და სათაყვანებელი, მათ შორის ექიმებია. ახლაც, ამ პერიოდშიც აჩვენეს თავისი მაღალი მომზადება ინტელექტუალური კუთხიდან დაწყებული. აბა ისინი არიან ინტელექტუალები? – პრემიერი გახარია გამოდის და არგონავტების სამშობლოა საქართველოვო. ისიც ვერ გაურჩევია, რომ საერთაშორისო სამართლებრივი გაგებით არგონავტები სადესანტო ჯგუფი იყო, ანუ ოკუპანტები იყვნენ. წაიღეს ოქროს საწმისი, მოგვტაცეს ის ქალი, მედეა და წავიდნენ. ისიც კი არ იცის, რომ არ ვართ სამშობლო.

ან ის ჭკუის კოლოფი თალაკვაძე რომ სწერს რიშს, აბა კაპიტოლიუმში ვინმე რომ შემოვარდნილიყო, არ დაიჭერდითო? ინტელექტუალური განათლება არ აქვთ, მაგრამ ხომ შეიძლება ინფორმაციული განათლება ჰქონდეთ? ლევისია ერთი კონგრესმენი, რომელიც ფერადკანიანების უფლებებზე მუშაობდა მარტინ ლუთერ კინგთან ერთად. ძირითადად კონგრესმენია ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ აღარ აირჩევენ და თავის ჯგუფთან ერთად შევარდება და დაიკავებს კაპიტოლიუმის სხდომათა დარბაზს ხოლმე. ერთ-ერთ ჩემს ვიზიტსაც დაემთხვა და შეხვედრების ნახევარი გამიუქმდა, რადგან დაკავებული ჰქონდა, მერე რა, კაპიტოლიუმის შენობა ხალხისაა”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *