მიქელაძე: არცერთ დადასტურებულ პირს, არანაირი კავშირი არ ჰქონია ბობოყვათის სამკერვალო საწარმოსთან!

მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სხვა

loading...

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტექსტილის სამკერვალო ქარხანაში, სადაც პირბადეები იკერებოდა, ინფიცირებული პირი მუშაობდა.

“არანაირი კავშირი არცერთ დადასტურებულ პირს აღნიშნულ საწარმოსთან არ ჰქონია. საწარმოს ხელმძღვანელმა დაადასტურა თავიდან ინფორმაცია, რომ ინფიცირებული მუშაობდა მასთან, თუმცა ეს იმის გამო თქვა, რომ მას არასწორი სახელი და გვარი მიაწოდეს.
ინფიცირებული არ არის ამ საწარმოს თანამშრომელი! მაგრამ მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ ერთ-ერთი ინფიცირებულის ოჯახის წევრი არის თანამშრომელი, სწორედ მისი კონტაქტია გამოკვლეიული. ყველა არის საკარანტინე ან იზოლაციის პროცესში”, – განაცხადა ზაალ მიქალაძემ.



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *