მარინა ეზუგბაია: ჩვენთან მოთავსებული პაციენტების ისტორია ასეთია, ეს არის ერთ-ერთ ჩვენთან დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტი

კრეატივი მსოფლიო საზოგადოება სხვა

loading...

“ჩვენთან მოთავსებული პაციენტების ისტორია ასეთია, ეს არის ერთ-ერთ ჩვენთან დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტი”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს დილით კორონავირუსი ოთხ პაციენტს დაუდასტურდა, რის შემდეგაც სულ დადასტურებული შემთხვევები ქვეყანაში 38-მდე გაიზარდა.

“დღეს შემოგვემატა დადასტურებული 4 ახალი შემთხვევა, სულ ქვეყანაში კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 38-დან 31 ჩვენს ცენტრშია. 31-დან ერთი ბინაზეა გაშვებული, თვითიზოლაციაში და ამ ეტაპზე გვყავს 30 დადასტურებული შემთხვევა.

ჩვენთან მოთავსებული პაციენტების ისტორია ასეთია- ეს არის ერთ-ერთი ჩვენთან დადასტურებული პაციენტის კონტაქტები”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარი



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *