მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა გაზრდილია, თუმცა სტატისტიკა გარკვეულწილად იმედის მომცემია, რადგან შემთხვევების რაოდენობა კონტროლირებადია

მსოფლიო საზოგადოება სხვა

loading...

“დღეს დილას კორონავირუსის 252 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, აქედან 60 გამოჯანმრთელებულია, თუ 252-ს გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობას გამოვაკლებთ, გამოდის რომ ამ ეტაპზე 192 პაციენტი მკურნალობს”,-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

“სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ ეს გაზრდილი სტატისტიკა გარკვეულწილად იმედის მომცემია იმ თვალსაზრისით, რომ მართპრონიუსი გრძელდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ ზომიერი და კონტროლირებადია. დღეს დილას გვაქვს 252 დადასტურებული შემთხვევა. აქედან 60 გამოჯანმრთელებულია, აქედან 42 ჩვენთან გამოჯანმრთელდა. თუ ამ რაოდენობას გამოჯანმრთელებულ ადამიანებს გამოვაკლებთ, გამოდის, რომ 192 პაციენტი მკურნალობს ამ ეტაპზე.

ბათუმიდან დედა-შვილი უკვე გადმოიყვანეს ჩვენთან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე ისეთი მდგომარეობაა, რომ დაავადების პროგრესირებას არ ველით, თუმცა გაფართოებული კვლევები კიდევ უფრო დაგვაზუსტებინებს მათ ზოგად მდგომარეობას შეფასების თვალსაზრისით. ამ ორი პაციენტის გარდა, ჩვენ ახალი პაციენტი არ გვყავს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარი



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *