“ლიბერთის” მომხმარებლები კომუნალურ გადახდებს დისტანციური არხებით უფასოდ შეასრულებენ

მსოფლიო საზოგადოება სხვა

loading...


მომხმარებლებზე ზრუნვის მიზნით და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, დღეიდან, 3 თვის განმავლობაში “ლიბერთის” მომხმარებლები ინტერნეტბანკით, მობაილბანკითა და სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისას კომუნალურ (ელექტროენერგია, წყალი, გაზი და დასუფთავება) გადასახადებს საკომისიოს გარეშე გადაიხდიან.

,,ლიბერთი ბანკის სერვისცენტრებში მომხმარებლების ნაკადის შესამცირებლად და მათთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, გადავწყვიტეთ, დისტანციურ არხებში კომუნალური გადასახადების გადახდა უფასოდ განხორციელდეს. დღეს, როდესაც ერთმანეთზე ზრუნვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ლიბერთი განაგრძობს მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენს მომხმარებლებს ვაძლევთ კიდევ უფრო მეტ სტიმულს, რომ სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად ისარგებლონ სრული საბანკო სერვისით,” – განაცხადა “ლიბერთის” გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

კომენტარი



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *