ლაშა ნაცვლიშვილი: როდესაც COVID-თან ბრძოლის ფონდში ივანიშვილმა ჩარიცხა 100 მილიონი ლარი, ყველაზე დიდი სისულელე დაუპირისპირეს – ფული საიდან აქვსო

მსოფლიო საზოგადოება სხვა

loading...


„როდესაც COVID-თან ბრძოლის ფონდში ივანიშვილმა ჩარიცხა 100 მილიონი ლარი, მართლა ვფიქრობდი, რას დაუპირისპირებენ ამას და ყველაზე დიდი სისულელე დაუპირისპირეს, რაც კი შეიძლება მოგეფიქრებინა – ფული საიდან აქვსო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის” გადაცემა „ღია ეთერში” განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდი აქვს დახარჯული საქართველოში ქველმოქმედებისთვის, ფონდი „ქართუს” გავლით, რომელსაც ყოველწლიურად ამოწმებს მისივე თხოვნით Big Four-ის აუდიტორიული კომპანია, რომელიც ამ დასკვნებს დებს. ეს დასკვნები საჯაროა ყველასთვის, ყველა თეთრი დაცულია.

„როდესაც COVID-თან ბრძოლის ფონდში ივანიშვილმა ჩარიცხა 100 მილიონი ლარი, მართლა ვფიქრობდი, რას დაუპირისპირებენ ამას და ყველაზე დიდი სისულელე დაუპირისპირეს, რაც კი შეიძლება მოგეფიქრებინა – ფული საიდან აქვსო. როგორი კითხვა არის, იცი? კალაძესთან ჩხრეკა რომ ჩაატარო და ბუცები იპოვო და შენ საიდან გაქვს ბუცებიო. ხომ გესმით, კაცი არის 20 წელი ოფიციალური მილიარდერი, 20 წელი! მარტო 3 მილიარდი აქვს დახარჯული საქართველოში ქველმოქმედებისთვის, ფონდი „ქართუს” გავლით, რომელსაც ყოველწლიურად ამოწმებს მისივე თხოვნით Big Four-ის აუდიტორიული კომპანია, რომელიც ამ დასკვნებს დებს. ეს დასკვნები საჯაროა ყველასთვის, ყველა თეთრი დაცულია. ყველამ იცის, რომ ერთადერთი დონატორი და ერთადერთი დამფუძნებელი ამისა არის ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და ყველა თანხა, მისი ოჯახის პირადი თანხაა, რომელმაც გაიარა ყველა განსაწმენდელი, საბიუჯეტო იქნებოდა თუ ფისკალური. ეს ფული მოდის, იმიტომ რომ ეს არის მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური კაპიტალი”, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

კომენტარი



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *