ირმა ინაშვილი: “ქართულ ოცნებას” არ უნდა ახლა ბზრიალი და ტრიალი, შეუძლია ჩვენთან ერთად გაიტანოს ცვლილებები

მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სხვა

loading...

“მე მხარს ვუჭერ ამას და ჩვენი ფრაქცია ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს” – “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, პარლამენტის ვიცე სპიკერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ის მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

“ქართულ ოცნებას” არ უნდა ახლა ბზრიალი და ტრიალი, თავისუფლად შეუძლია, ჩვენთან და დამოუკიდებელ დეპუტატებთნ ერთად გაიტანოს ეს ცვლილებები.

ელჩების და სენატორების განცხადებას დააკვირდით, არავინ ამბობს, რომ თუ არ მოხდება უგულავას გათავისუფლება, მაშინ უნდა ჩააგდოთ ეს ცვლილებებიო. არავინ ამას არ აბამს ერთმანეთზე. ამიტომ, მე მოვუწოდებ პოლიტიკურ სპექტრს, ყველამ დაანებოს თავი მელაკუდობას. გვინდა ცვლილებების განხორციელება, ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას და უნდა განვახორციელოთ ეს ცვლილებები.

რაც შეეხება გარიგებებს, კიდევ რა გარიგებებს ჰქონდა ადგილი, ეს გამოჩნდება უახლოეს მომავალში.” – განაცხადა ირმა ინაშვილმა “ღამის კურიერში”.

“ამ პროცესში, ხშირად ხდებოდა მთავარი თემიდან, ღერძიდან გადახვევა და იგივე ბოკერიას, გრიგოლ ვაშაძის და სააკაშვილის პარტიების წარმომადგენლები მუდმივად საუბრობდნენ უგულავას და სხვათა გათავისუფლების საკითხზე. ეს ხდებოდა ყველა შეხვედრაზე. ყველა შეხვედრაზე მე ვეწინააღმდეგებოდი და ვაპროტესტებდი ამას და კარგია, რომ ერთ-ერთ გადაცემაში ბოკერიამ ისიც განაცხადა, ინაშვილი ჩემს დაჭერასაც კი ითხოვდაო.” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ვიცე სპიკერის განცხადებით, ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ლოდერები მონაწილეობდნენ და ისინი დისკუსიაში შედიოდნენ.

ირმა ინაშვილი: მაგრამ, მე არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო ან ცილი დავწამო.  იგივე არჩილ თალაკვაძე ან ირაკლი კობახიძე, რომელთანაც მე ძალიან მძიმე ურთიერთობა მაქვს და მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ნეგატიური პიროვნებაა ქართულ პოლიტიკაში, არც ის დათანხმებულა არავის ამ საკითხზე. იქ მექანიზმებზეც მიდოდა საუბარი, მათ შორის გათავისუფლების მექანიზმებზე, იგივე პრეზიდენტის ინსტიტუტზეც.

მე რასაც ვუყურებ არცერთი ესენი სიმართლეს არ ლაპარაკობენ და ყველას სხვადასხვა აღქმა აქვს დოკუმენტისაც და პროცესისაც.

ირმა ინაშვილი დეტალურად იხსენებს იმ დღეს, როდესაც დოკუმენტს ხელი მოეწერა.

8 მარტს, როდესაც ჩვენ მივედით კულმინაციამდე, მე ვნახე, რომ პირველი იყო მთავარი დოკუმენტი, რომელსაც მე ვეთანხმებოდი და ხელსაც მოვაწერდი და უცებ მაგიდაზე გაჩნდა მეორე დოკუმენტი, ეს ორი სულ სხვადასხვა დოკუმენტი იყო. იქ საუბარი იყო ჩემთვის გაუგებარ ტენდენციებზე, მართლმსაჯულებაც კი იყო ნახსენები, მაგრამ გაუგებრად…

მე რედაქტორი ვიყავი წლების მანძილზე და ძალიან კარგად ვკითხულობ დოკუმენტებს. ბოკერია, როდესაც ამ დოკუმენტზე იყო საუბარი, პირდაპირ ამბობდა, რომ ის ამაში გულისხმობს უგულავას და სხვათა გათავისუფლებას. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ რაღაც სამართლებრივ ასპექტებს გულისხმობდნენ ამაში.წარმოიდგინეთ, საარჩევნო სისტემაზე ვსაუბრობთ და ამ დროს რა შუაშია უგულავა და რურუა?

ორივე მხარე სხვადასხვაგვარად აღიქვამდა ამ დოკუმენტს და ორივემ მოაწერა ხელი.ამიტომ, მე გამოვედი თუ არა, მაშინვე განვაცხადე, რომ ადგილი ჰქონდა რაღაც გარიგებას. ოცნება და ბოკერია-სააკაშვილის პარტიები ჩემს გარეშეც ხვდებოდნენ ერთმანეთსაც და ელჩებსაც. ამიტომ, მე არ ვიცოდი, რომ 8 მარტს დამხვდებოდა ორი დოკუმენტი.” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია უტიფრად სპეკულირებს და აცხადებს, რომ, თითქოს, მმართველმა პარტიამ პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება აიღო და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით ემუქრება.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის მოწოდებული, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და მხარი დაუჭიროს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

აშკარაა, რომ ოპოზიციას აშფოთებს მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მხარდაჭერა, აშინებს მოახლოებული არჩევნები და კვლავაც რადიკალურ სცენარზე ფიქრს ამჯობინებს, რისთვისაც გარკვეული საგარეო მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს. თუმცა, ეს რადიკალური სცენარი და მისი ნებისმიერი საგარეო მხარდაჭერა კიდევ ერთი წარუმატებლობისთვის არის განწირული. ამის დასტურია ქართული საზოგადოების ადეკვატური რეაქცია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილზე, რომელმაც მმართველ პარტიას სასამართლოს საქმეებში ჩარევა ყოველგვარი მორიდების გარეშე მოთხოვა. სამწუხაროდ, ამგვარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება შეურაცხყოფს იმ მაღალ მხარდაჭერას, რომლითაც ქართული საზოგადოება დასავლური ინტეგრაციის იდეის მიმართ გამოირჩევა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *