ინდოეთში ქალმა იმშობიარა, შემდეგ კი ახალშობილ ბავშვთან ერთად ფეხით 160 კილომეტრი გაიარა

კრეატივი მსოფლიო სხვა

loading...

ორსული ქალი თავის ქმართან და 4 შვილთან ერთად ფეხით ინდოეთის ქალაქ ნაშიკიდან სატნასკენ მიემართებოდა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, ოჯახი ვერ მუშაობდა, ძალიან გაუჭირდათ და ამიტომ ქალაქი ნაშიკის დატოვება მოუწიათ.

 

შუა გზაზე ქალმა იმშობიარა. მშობიარობის შემდეგ მან სიარული კვლავ განაგრძო და ახალშობილ ბავშვთან ერთად 160 კილომეტრი გაიარა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

 

რამდენიმე დღეში ის მადჰია-პრადეშის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კანეშმა მშობლიური შტატის საგუშაგოსთან გააჩერა. კანეშმა ქალის საკარანტინო დაწესებულებაში გადაყვანა და მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უზრუნველყო.

 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა ბევრი პრობლემა შექმნა.

 

ამიტომ, ათასობით იმიგრანტი იძულებულია ინდოეთის სხადასხვა ქალაქი დატოვოს და საცხოვრებლად სოფლებს მიაშუროს.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ მათ გადაადგილება ფეხით უწევთ. ინდოეთში კორონავირუსის 78 000 შემთხვევა და 2, 551 გარდაცვალევა ფიქსირდება.



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *