იმნაძე გუდაურის შემთხვევაზე: მოვნახავთ ყველას ვინც საჭიროა, დანარჩენები წყნარად, მშვიდად იყვნენ

მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სხვა

loading...

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ იმ ჩეხ ტურისტზე ისაუბრა, რომელიც გუდაურში ისვენებდა და რომელსაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, კორონავირუსი დაუდასტურდა.

პაატა იმნაძის თქმით, ჩეხმა ტურისტმა მათ მჭიდრო კონტაქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რაც რისკჯგუფში მყოფი მოქალაქეების მოძიებას აიოლებს.

” ჩვენ მოვნახავთ ყველას, ვინც არის საჭირო. დანარჩენები წყნარად, მშვიდად, იყვნენ. თუ ძპრონიუსინ ნერვიულობენ, თვითიზოლაციაში და თუ რაიმე სიმპტომები გამოუმჟღავნდებათ, ამ შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ სამედიცინო სამსახურებს,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *