ივანე მაჭავარიანი: იმის პროგნოზს ვერ გავაკეთებ ეროვნული ბანკი როგორ მოიქცევა

მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სხვა

loading...

ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა “ფორბს კვირაში” განაცხადა.

ჩვენი რეალისტური ამოცანაა მილიარდნახევარი მოვიზიდოთ. ეს შეიძლება იყოს მეტიც, მაგრამ რეალისტურს ვგულისხმობ იმიტომ რომ წინა მოლაპარაკები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან არის პრაქტიკულად დასრულებული. პრაქტიკულად ჩვენ გადავედით ხელშეკრულების გაფორმებებზე, რომლებიც შემდგომში მიეწოდება პარლამენტს რატიფიცირებისთვის და უკვე ჩამორიცხვები დაიწყება.

ჩვენი ვარაუდი არის მილიარდნახევრამდე მოზიდვა, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ წელი მეტი თანხითაც დავასრულოთ. საკუთრივ კოვიდ-19-თან ბრძოლას რაც შეეხება, რასაკვირველია უფრო მცირე ბიუჯეტია, ვიდრე მილიარდი და მილიარდნახევარი დოლარი, თუმცა კოვიდის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, შეიძლება სრულად არც იყოს საკმარისი. თუმცა, აქ მთავარი საკითხია გავმიჯნოთ ორ ეტაპად. ერთი ეტაპი არის ცეცხლის ჩასაქრობად საჭირო თანხები და მეორის მხრივ ეს არის გუშინდელი პრეზენტაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა.

იქ არის არაერთი სოციალური და ბიზნეს ჯგუფი, სადაც მიიმართება ეს თანხები. და ეს არის ანტიკრიზისული, კრიზისთან ბრძოლის ბიუჯეტი. არის მეორე კომპონენტი. მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი ნორმალიზდება და მართვადი გახდება, მას შემდეგ არის და იმედია საერთოდ გადაივლის, ეკონომიკას დასჭირდება სხვადასხვა ტიპის სტიმული და ინექციები. ჩვენი მიზანია რომ უცხოეთიდან გამოყოფილი სახსრებიდან და ასევე იმ ეკონომიისგან, რომელიც ჩვენ შიგნით მოვახდინეთ ბიუჯეტში, რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს ვირუსის გავრცელების მართვა.

მოხდეს იმ პირდაპირი და მყისიერი ზიანის, რაც მიადგა მოსახლეობას იმის რაღაც დოზით კომპენსირება და ამის შემდგომ თანხები თუ მორჩა რასაკვირველია ის წავა არა დეპოზიტებზე, არა ეროვნულ ბანკში, არამედ ის წავა ქართულ ეკონომიკაში, ის წავა ფისკალურ სტიმულში იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ როგორც მინიმუმ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპებს, რაც გვქონდა. და არამარტო ჩვენ დავუბრუნდეთ, არამედ ეს ტემპი უნდა დავაჩქაროთ. 20-21 წელს ჩვენ უნდა ამოვქაჩოთ ის, რაც დავკარგეთ 20-20-ში.

გუშინ იყო ზრახვებისა და გეგმების პრეზენტაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უნდა აისახოს ბიუჯეტში და უნდა აისახოს კანონში და უმოკლეს ვადაში ჩვენ ამ ინიციატივით შევალთ. ამ შემთხვევაში უფრო შინაარსია მნიშვნელოვანი იმ გეგმების და იმ პრეზენტაციის, რომელიც გუშინ პრემიერმა წარადგინა. მე დეტალურად აღარ გავუყვები ციფრებს დეტალურად უკვე ბევრჯერ იყო ნათქვამი. თუმცა გზადაგზა თუ დაგაინტერესებთ, გიპასუხებთ. უბრალო კონცეპტუალურად მინდა გითხრათ რომ ამ ცვლილებების ფილოსოფია, რომლითაც ჩვენ ბიუჯეტში შევალთ არის შემდეგი:

ჩვენ ვიმყოფებით არაორდინალურ კრიზისში. კრიზისში, რომლის საფუძველი არ არის ეკონომიკური ან ფინანსური პრობლემები. ეს უფრო შედეგია ამ კრიზისის. ამ ყველაფრის საფუძველია ჰუმანიტარული კრიზისი. შესაბამისად, სტანდარტული მიდგომები, რომლის დაღმასვლების მოწმე ვიყავით, მაგალითად 2008 წლის საფინანსო კრიზისი, კლასიკური სტანდარტული ინსტრუმენტები, ასე იოლად ვერ იმუშავებს.

გეტყვით რას ვგულისხმობ – როდესაც კრიზისი გამოწვეულია სუფთა ეკონომიკური ან ფინანსური მიზეზებით, პირდაპირ იწყება ეკონომიკის სტიმულირება. თუ ეს ფინანსური სექტორი იყო პირდაპირ იწყება ბანკების გადარჩენა და ჩასხმა და ა.შ, როგორც ეს მოხდა აშშ-ში და არაერთ ერთ ქვეყანაში 2008 წლის შემდეგ. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რომ ამ კრიზისის მამოძრავებელი ძალა არის უხილავი, ეს არის ეპიდემია. აქ ჰუმანიტარული კომპონენტი არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში უნდა დავძლიოთ გავრცელების მაღალი ტემპები და ეს პროცესი გავხადოთ მართვადი.

ამისთვის საჭიროა შეზღუდვები, რომელიც არაერთმა ქვეყანამ განახორციელა. არც ჩვენ ვართ გამონაკლისი და ამ მხრივ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ეს შეზღუდვები დავაწესეთ. ამის გამო შენელდა ეკონომიკა, პრაქტიკულად გაჩერდა მთელი რიგი დარგები. იმისთვის, რომ კორონავირუსის მართვა გახდეს მდგრადი, აუცილებელია ეს შეზღუდვები გარკვეულ პერიოდამდე გაგრძელდეს. ამისთვის საჭიროა დამატებითი სახსრების ჩასხმა არა ეკონომიკაში როგორც ასეთი, არამედ დახმარება ფიზიკურ პირებზე პირდაპირი ტრანსფერების სახით როგორც გაჟღერდა გუშინ, ამავდროულად დახმარება ბიზნესზე.

შემდგომში, როცა შევალთ იმ ფაზაში, როცა ვირუსის გავრცელება იქნება მართვადი და ნელ-ნელა თანდათანობით გავხსნით ეკონომიკას. რასაკვირველია, მერე კლასიკური ინსტრუმენტები და საშუალებები ეკონომიკის წამოწევისა და ხელახლა ფეხზე დაგომის, იქნება გაცილებით ეფექტური.

– მონეტარულ პოლიტიკა როგორი იქნება ?

პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად იქნება კოორდინირებული. მე არ გავუსწრებ დროს და არ ჩავერევი სამომავლოდ იმის პროგნოზს ვერ გავაკეთებ თუ ეროვნული ბანკი როგორც მოიქცევა. თუმცა, ფაქტია რომ მსოფლიო ტენდენცია იქნება შემსუბუქებისკენ. რაც ნიშნავს რომ ევროკავშირმა და აშშ-მ უკვე დაანონსეს სტიმულირების ის პაკეტები, რომლებიც განისაზღვრება 2-4 მილიარდი ტრილიონებით. ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში მონეტარული შემსუბუქებისკენ წავლენ.

ეს გამოხატება სხვადასხვა ინსტრუმენტებით. ზოგი უფრო აგრესიულად წავა, ზოგო პოლიტიკის განაკვეთით მართვას ამ პროცესს. აშშ-ი უფრო აგრესიული გზით წავა. პირდაპირ აკეთებს მათი სარეზერვო ბანკი ჩარევას, ინტერვენციას. ინტერვენციებს არა იმ კუთხით რაც ჩვენ ვიცით, არამედ სხვა კუთხით, პირდაპირი ინექციით. პირველად, მე მგონი თუ არ მეშლება რეალურ სექტორზე აკეთებს ფედი (ფედერალური სარეზერვო სისტემა) ფოკუსირებას.

აცხადებს მზადყოფნას რომ ინექციები მოახდინოს. შესაბამისად, ეს ტენდეცია იქნება პოსტკრიზისულ პერიოდში მსოფლიოში და მგონია რომ ჩვენც დაახლოებით მაგ ტრენდში ჩავჯდებით და არა მგონია რომ მაგის საწინააღმდეგოდ იმოძრაოს ჩვენმა მონეტარულმა პოლიტიკამ.



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *