თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლება დაიწყება – ProNews

კრეატივი მსოფლიო საზოგადოება სხვა ჯანმრთელობა

loading...

თურქეთის განათლების სამინისტრომ თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მიმდინარე წლიდან, თურქეთის თითოეულ საშუალო სკოლაში ქართული ენის შემსწავლელი მინიმუმ 10 მოსწავლის არსებობის შემთხვევაში, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასებში ქართული ენის 244-საათიანი სწავლების პროგრამა ამოქმედდება. გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამის შედგენაში მონაწილეობდნენ თურქეთში ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელი, თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიაში (TRT) საქართველოს შესახებ მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმის (კავკასიის ქარი) ავტორი, ერდალ ქუჩუქი (ელიზბარ ციმნარიძე) და ანკარელი მწერალი ქევსერ რუჰი (ქეთევან ხანთაძე). პროგრამის თარგმანში კი – ქევსერ რუჰთან ერთად, პროფესორი ნანა კაჭარავა და ანკარის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, მარიამ გაფრინდაშვილი.

წყარო:http://www.tabula.ge/




loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *