თურნავა: გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა არ ნიშნავს მძიმე კარანტინს, ან საკომენდანტო საათს

მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სხვა

loading...

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“გუშინდელი დღიდან ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, მე მინდა დავიწყო განმარტებით, რადგან ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ დღეებში ბევრი განმარტების გაკეთება გვიხდება და მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია.

ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებით და ვირუსის გავრცელების პრევენციით, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვით, მაგრამ ეს არ ნიშნავს მძიმე კარანტინს, ან საკომენდანტო საათს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი საწარმოები, ჩვენი ორგანიზაციები ძირითადად აგრძელებენ მუშაობას და ფუნქციონირებას ჩვეულ რიტმში. ეხება ეს მრეწველობას, მშენებლობას, თუ ნებისმიერ სხვა დარგს, ყველა საწარმო, ყველა ორგანიზაცია აგრძელებს მუშაობას ჩვეულებრივ და აგრძელებს თავისი წვლილის შეტანას ჩვენი ეკონომიკის მდგრადობაში.

ძპრონიუსინ მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში დაცული იყოს მედიკოსების, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები და მითითებები, რაც შეეხება მუშა პერსონალის, მოსამსახურეების დაცვას. წესები არის საკმაოდ მარტივი, ეს არის მათ შორის თერმო სკრინინგი, თერმო სკრინინგი არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც თერმო სკანერი უნდა იყოს დაყენებული საწარმოში. ეს შეიძლება სიცხის გაზომვის თერმომეტრებითაც იყოს ორგანიზებული და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ნებისმიერი მზრუნველი მენეჯერი და კომპანია თავისი თანამშრომლებისთვის მარტივად უზრუნველყოფს. ეს არის დეზინფექციის ჩატარება სამუშაო სივრცეებში, შენობებში, ასევე ეს არის თანამშრომლების პერსონალური სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებით უზრუნველყოფა.

ჩვენ ვიცით, რომ პირბადეები არის დეფიციტში და ეს არ არის საქართველოს პრობლემა მხოლოდ, ეს არის გლობალური პრობლემა, მაგრამ თან იცით, რომ რამდენიმე დღეში შევძელით, აგვემოქმედებინა პირბადეების ადგილობრივი წარმოება, რაც ჩვენ ადრე არ გვჭირდებოდა, ნულიდან დავიწყეთ და ახლა უკვე ეს წარმოებები არის გამართული, ამ პროგრამაში ჩართულია მრავალი სამკერვალო ქარხანა და როგორც კი ჩვენ ნედლეულის რითმულ მიწოდებას ავაწყობთ, შევძლებთ, რომ მასობრივად დავიწყოთ წარმოება.” – განაცხადა თურანვამ.



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *