ვახტანგ ძაბირაძე: თავიდან სწორი ხაზი იყო, ახლა ისევ პოლიტიკურ ჭრილში გადავედით, რაც ცუდია

მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სხვა

loading...

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ უნდა გადავიტანოთ კორონავირუსი და მერე უამრავი თემა იქნება, რაზეც ხელისუფლების გაკრიტიკება შეიძლება.

როგორც ძაბირაძემ “აიპრესთან” საუბრისას აღნიშნა, ახლა ქვეყანას ძპრონიუსინ უჭირს, ამიტომ თავიდან სწორი ხაზი იყო, როდესაც არ ხდებოდა კრიტიკა პოლიტიკური რეიტინგების მოპოვების მიზნით.

“ამ სწრაფ ტესტებს რაც შეეხება, ის ესპანეთში გამოდგა უვარგისი არა თავისუფალ ბაზარზე შეძენილი, არამედ ის სწრაფი ტესტები, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებით იქნა შეტანილი. წარმოგიდგენიათ, როდესაც ნებისმიერი კომპანიისგან როდესაც ყიდულობ ტესტს, იმის სანდოობა რამდენი იქნება?! ესაა პრობლემა.

უნდა გადავიტანოთ ეს ვირუსი და უბედურება. მერე უმარავი თემაა, რაზეც ხელისუფლების გაკრიტიკებაც შეიძლება და ყველაფერი. ახლა ქვეყანას უჭირს. თავიდან სწორი ხაზი იყო საზოგადოების მხრიდანაც და ოპოზიციისგანაც, როდესაც თქვეს, რომ კრიტიკა შეიძლება, მაგრამ არა პოლიტიკური რეიტინგისთვისო, მაგრამ ნელ-ნელა ისევ პოლიტიკურ ჭრილში გადავედით, რაც ცუდია”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *