გოფოძე: კორონავირუსი ერთ ახალ პაციენტს დაუდასტურდა, რომელიც მანამდე გამოვლენილი ინფიცირებულის შვილია

მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სხვა

loading...

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი ერთ ახალ პაციენტს დაუდასტურდა, რომელიც მანამდე გამოვლენილი ინფიცირებულის შვილია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განუცხადა და განმარტა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 47 პაციენტია და კორონავირუსი მათგან ოთხს აქვს დადასტურებული.

„სამი გვყავდა გუშინ, კიდევ ერთს დაუდასტურდა და ეს გახლავთ მეოთხე პაციენტი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯერ რენტგენოლოგიურად პნევმონია არ ვლინდება, თუმცა ინფექცია არის და მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის პალატაში. დანარჩენ პაციენტებთან ერთად, მისი მკურნალობა მიმდინარეობს. ეს ჩვენი ერთ-ერთი პაციენტის შვილია, დედა-შვილს აქვს დადასტურებული. ინფიცირებული სრულწლოვანია და ცნობილ კლასტერს მიეკუთვნება. ეროვნული ბანკის კლასტერს არ მიეკუთვნება. ყველა ინფიცირებული პაციენტის ანამნეზი ცნობილია. ეს ორი, დედა-შვილი შიდა გავრცელებაა. თუმცა, საიდან, ისიც ცნობილია. ტიპური მეოთხეული გადაცემა ჩვენთან ამჯერად არ არის“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტიდან არც ერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.

„სამს პნევმონია აქვს დადასტურებული. ოთხივე შემთხვევაში მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს. მეოთხე პაციენტს პნევმონია ჯერჯერობით არ უდასტურდება, რაც ძპრონიუსინ კარგი ამბავია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *